თემურ წიკლაურია ანდერძი - რა დაუტოვა მომღერალმა საპატრიარქოს

ისრაელში ძალიან ბევრი მეგობარი მყავს. არის თბილისელი კაცი სოსო ხარებოვი. მითხრა, მოდი იქნებ ჯვრის მონასტერი ვიყიდოთო, იყო მცდელობა 90-იან წლებში მაგის გაკეთების, მაგრამ ვერ ვიშოვეთ ისეთი კაცი, ვინც ამ თანხას გაიღებდა.
საპატრიარქოს არ აქვს იერუსალიმში არაფერი და ამიტომ გადავწყვიტეთ ბინის შეძენა. დავთანხმდი სოსო, წავედი, ისეთ ბინებს ვეძებდი, რომელიც საქართველოს და საპატრიარქოს შეეფერებოდა. ეს უწმინდესის ლოცვა-კურთხევით ხდებოდა.
ერთხელაც უწმინდესს ვუთხარი, ძველ ქალაქში ძვირია ბინა, იქნებ ცოტა სხვაგან ვნახო-მეთქი. მითხრა, იცი რას გეტყვი შვილო, ძველ ქალაქში, სადაც ქრისტეს საფლავია სალოცავად უნდა მივიდეს კაცი და არა დასაძინებლადო, უცებ მომიხსნა ყველა პრობლემა.
შემდეგ ქართველი ებრაელების დახმარებით, ეს საკითხი ქნესეთის დონეზე განიხილეს. მე როდესაც ბინა ვიშოვე, ვითხოვე მიწაც ჰქონოდა საქართველოს და ისიც ჩვენი საკუთრებაა. ბინის შეძენა ყოველთვის შეიძლებოდა გარკვეული ვადით, მაგრამ მე მინდოდა, რომ მიწა გვქონოდა. მე ვთქვი სანამ იარსებებს სამყარო, ისრაელი და საქართველო მანამდე საპატრიარქოს საკუთრება უნდა იყოს ეს ბინა და მიწა-მეთქი, რაც შეტანილია ხელშეკრულებაში