რა შემთხვევაში დაბრუნდება ივანიშვილი პოლიტიკაში და რეალურად ვინ დგას გახარიას უკან
- 09/02/21
- 1544 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
-ივანიშვილი წავიდა?
ჩემი ინფორმაციით წავიდა. ამწუთას, მაქსიმალურად წავიდა მართვიდან. ხვალ და ზეგ როგორ განვითარდება პროცესები, არც ივანიშვილმა იცის და არც ჩვენ. სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, რაღაც ისევ უნდა მოესინჯა. როგორც თავადვე თქვა, ან გამოუვიდა რაღაცა, ან არ გამოუვიდა, რეალურად, მეტად ვეღარ წავიდა წინ, სამწუხაროდ. მთლად არ შევადარებ, მაგრამ როგორც შევარდნაძე შევიდა მოლაპარაკებაზე 23 ნოემბერს ისე, რომ არავისთვის არაფერი უთქვამს, გამოვიდა და წავედი სახლშიო, თქვა და დატოვა ეს ხალხი, დაახლოებით ეს მოხდა. მაშინ შევარდნაძემ ხალხი შეატოვა გადამტრიალებელ-რევოლუციონერებს და რევოლუციას და ამან ხელისუფლებში მაინც დატოვა, მიხედეთ აწი თქვენ თავსო, დაუბარა. ახლა ან ივარგებენ, ან ვერ ივარგებენ და თუ ეს „ვერ ივარგებს“ ისევ ბიძინა ივანიშვილს დაემუქრება, მერე შეიძლება ისევ აღმოჩნდეს იძულებული, რომ დაბრუნდეს.
-შიდა დაპირისპირებებს ხედავთ უწყებებში?
-დაპირისპირება-კონკურენცია არსებობს ფუნქციურად მომიჯნავე ნებისმიერ უწყებებს შორის ზოგადად და ხელმძღვანელ პირზეა დამოკიდებული მისი განვითარება როგორ გამწვავდება და გამწვავდება თუ არა. ყველაზე პრობლემატურია გახარიას თემა, გახარია არის ასე ვქვათ, „თავად შექმნილი ადამიანი“, მის უკან არ დგას არც პოლიტიკური, არც კაპიტალურ-სოციალური ჯგუფები და ისტორიულად ფორმირებული კუთხურ-სამხარეო ჯგუფებიც კი არ დგანან და აღიარებენ მას თავისიანად… არ დგას მის უკან არაფერი გარდა პიროვნული ზედაპირული ხიბლისა და რას მოახერხებს მარტო აღმასრულებელი ხელისუფლებით, საკითხავია. პოლიტიკურად და ფორმალურად ბეწვზე კიდია ყველანაირად.
-სუსის უფროსის პირველი მოადგილე და შს მინისტრის პირველი მოადგილე მოიაზრებიან მის გუნდში…
-რა მერე? მაგატ შეიძლება მოუყვნენ ჭორები რას ამბობს მასზე კობახიძე თავის გარემოცვაში, მერე? რას იზამს? გამოვა და იტყვის? აი, სამაგიეროდ, ნებისმიერი წარუმატებლობა აღმასრულებელი ხელისუფლების უკვე მისი ბრალია, აბა ფუნქციონალურად და პოლიტიკურად ვისი ბრალია?
-ივანიშვილმა მემკვიდრის საკითხი გადაწყვიტა? კობახიძე შეიძლება აღვიქვათ, როგორც მისი პოლიტიკური მემკვიდრე?
-ივანიშვილმა მოსინჯა რამდენად შეძლებს გაცლას. თუ პროცესები ისე წავიდა, რომ მეორე არჩევნებამდე, 2024-მდე თავი მიიტანეს და მერე 2024 წელს ისევ რაღაც პროცენტულად დარჩნენ პარლამენტი, შეიძლება ივანიშვილი ყველას დაავიწყდეს.
-მიიტანენ თავს 2024 წლამდე?
-ჩემი დღევანდელი პროგნოზით, ვერ მიიტანენ. რაც შეეხება, კობახიძეს, გახარიასგან განსხვავებით პოლიტიკური ძალაუფლება აქვს, მას პარლამენტი უჭირავს, ეს არისპოლიტიკური ძალაუფლების მთავარი მექანიზმი. მას ეს ნამდვილადაქვს, მაგრამ რამდენად აქვს ფინანსური რესურსი – ეს არ ვიცი. მეორე ჯგუფი, რომელიც ფინანსურად უფრო ძლიერად მოიაზრება და ეს არის კალაძის ჯგუფი, რამდენად ტანდემში იმუშავებს მის ჯგუფთან ერთად – ეგაც უნდა ვნახოთ. თუ ამბიციებმა დაახრჩო ყველა, იგივე მოხდება, რაც შევარდნაძის დროს. შევარდნაძემ ვერ განსაზღვრა ვინ იქნებოდა მის შემდეგ, ვერ დაასახელა – ამიტომ დაესივნენ ერთმანეთს(მეც მათ შორის), ამასობაში კი გაიმარჯვა ყველაზე გიჟმა. იმ ანდაზის არ იყოს სანამ ჭკვიანი ფიქრობდა, გიჟმა ხიდი გადაირბინა და უკან გადმოირბინაო. სააკაშვილი მართალია სახურავზე აკეთებდა ამ გადარბენა-გადმორბენებს, მაგრამ კი იყო ხელისუფლებაში მთელი ათი წელი განაგრძეთ კითხვა


