გააუპატიურეს და ორსულად დარჩა - 23 წლის ნინოს შემზარავი ისტორია
- 10/02/21
- 722 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
23 წლის ნინო გააუპატიურეს, ის ორსულად დარჩა და პატარა შეეძინა, რადგან ნინოს ცხოვრებაში მხოლოდ სექსუალური ძალადობა ერთადერთი ტრაგედია არ ყოფილა და მას ძალიან მძიმე ბავშვობა ჰქონდა, ზურგს არაფერი უმაგრებდა. ბავშვთა სახლში გაზრდილ ულამაზეს გოგოს არც მშობლები ჰყავს და არც თავშესაფარი ჰქონდა… ქუჩაში დარჩენილს პატარა შეეძინა, რომელიც სოციალურმა მუშაკებმა მინდობით აღზრდის სერვისში ჩართეს და დედისგან სხვა, სახელმწიფოს მიერ დაქირავებულ “დედასთან” წაიყვანეს. ნინო შეიძლება ითქვას, რომ ბედმა მხოლოდ მაშინ გაუღიმა, როცა ერთი მარტოხელა მოხუცი გაიცნო. ციალა ბებომ თავის სახლში შეიფარა, ნინომ კი მოხუცი ფაქტობრივად, იშვილა. ის ახლა, თავისი პატარას ნაცვლად, მოხუცს ეფერება, მისთვის შრომობს და მასზე ზრუნავს. ნინოს ოცნებაა, პატარა დაიბრუნოს და სითბო, რომელსაც გულში ინახავს, პატარას დააფრქვიოს, მაგრამ ამისთვის მას საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება, რადგან სისტემა ოჯახის გაძლიერებას არ ითვალისწინებს… ახალგაზრდა დედა შვილის დაბრუნების მოტივით, მუდამ შრომობს. მას საქველმოქმედო ფონდი “ერთობა საქართველოსთვის” ეხმარება და ერთი ოჯახის გაძლიერებისთვის იბრძვის… ამიტომ, “პრაიმტაიმი” საქველმოქმედო ფონდ “ერთობა საქართველოსთვის” დამფუძნებელს, მაკა ხეცურიანს ესაუბრა. მისი თქმით, იმისთვის, რომ ერთი ახალგაზრდა გოგოს ცხოვრება მშვიდად გაგრძელდეს, სულ პატარა ხელშეწყობაა საჭირო. ის, რაც ნინოს სჭირდება ამხელა საზოგადოებისთვის ნამდვილად მცირედია, თუ მოვინდომებთ, თუ თანავუგრძნობთ და თუ მხარს დავუჭერთ. ასეთი რამ “პრაიმტაიმის” მკითხველისთვის არახალია და არც იშვიათი – ხშირად “დარაზმულან” და ჩვენს მკითხველებს არაერთი ოჯახის ბედი სასიკეთოდ შემოუტრაილებით… იქნებ 23 წლის ნინო შემდეგი აღმოჩნდეს?!