"8 მილიონის ხელთათმანს სანამ არ მოიხმართ, სანამ ყველაფერს არ ამოყიდით გაჭირვებულ ხალხზე, მანამდე ამოხადეთ სული" - ხატია სიჭინავა სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს

ხატია სიჭინავა სოციალურ ქსელში სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ სანამ 8 მილიონიან ხელთათმანებს არ ამოყიდიან მანამ არანაირი შეზღუდვა არ მოიხსნება, როგორც ჟურნალისტი ამბობს ხალხს ამის გამო აჭერენ წიხლს და ამის გამო ხდიან სულს.

"ჩემი შვილი, რომელიც საოცარი სიხარულით ელოდება ორშაბათს , რომ სკოლაში წავიდეს, (მოსამზადებელზეა) ჩვენმა ბავშვების მდგომარეობით "შეწუხებულმა" საქართველოს მთავრობა მ სახლში დატოვა !! რადგან გადაწყვიტა, რომ მოსამზადებელი ბაღს ეკუთვნის !! ვიცი ბევრი ხართ უბაღობით შეწუხებული და ბევრიც მწერთ, მაგრამ ამჯერად გელოდებით, თქვენ როდის ამოიღებთ ხმას !! მე გამოსავალს ვიპოვი, რომ ჩემს შვილს ორშაბათს გული არ დავწყვიტო და არ ავატირო !!! 
 ხოლო თქვენ , 8 მილიონის ხელთათმანს სანამ არ მოიხმართ, სანამ ყველაფერს არ ამოყიდით გაჭირვებულ ხალხზე, მანამდე ამოხადეთ სული !!! ალბათ რისი ღირსიც ვართ იმას ვიმსახურებთ"