21 წლის დედას 7 თვის ჩვილი ფეისბუქის გამო წყალში დაეხრჩო
- 13/02/21
- 1047 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
Daily Mail ავრცელებს ინფორმაციას ახალშობილის შესახებ, რომელიც მაშინ დაიხრჩო, სანამ დედამისი თავის Facebook გვერდს ამოწმებდა.
21 წლის ახალგაზრდა დედას, თავისი შვიდი თვის შვილის 10 წუთით მარტო დატოვების გამო, მის გარდაცვალებაში ადანაშაულებენ.
ქვინსლენდის სასამართლოზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, დედამ ჩვილი აბაზანაში, მარტო 3-ჯერ დატოვა. ბოლო დაბრუნებისას, 7 თვის გოგონა უკვე წყალში გალურჯებული დახვდა.
სასწრაფო-სამაშველო რაზმი მომხდარის ადგილზე მალევე მივიდა, თუმცა ექიმებმა გოგონას გადარჩენა ვერ შეძლეს.
სასამართლო, 21 წლის ქალს არაწინასწარგანზრახული მკვლელობის გამო, ასამართლებს. სასამართლოზე ასევე ითქვა, რომ დედის უყურადღებობის მიზეზი სოციალური ქსელის დათვალიერების გარდა, ისიც გახდა, რომ ახალგაზრდა ქალი სხვა შვილებსაც აქცევდა ყურადღებას და ჩვილი აბაზანაში უმეთვალყურეოდ ამიტომ დარჩა.
ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, მომხდარი უბედური შემთხვევა იყო. მისი თქმით, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ბრალდებულის არაკრიმინალური წარსული, ასევე მისი ასაკიც და არსებული ტრაგიკული მდგომარეობაც.
უნდა აღინიშნოს, რომ მოსამართლე გირაოს სახით, მის დროებით განთავისუფლებას დათანხმდა.
ამ დროისთვის, სასამართლოს შემდეგი მოსმენა 4 მაისისთვისაა ჩანიშნული.