ვინ არის კაცი, რომელიც პრინცის მოკვლას ცდილობდა და რა მიზანი ჰქონდა მას?

ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრები ხშირად არიან სხვადასხვა რისკის ქვეშ. საბედნიეროდ, სპეცსამსახურები ახერხებენ ბოროტმოქმედთა დროულ გამოვლენას.

თაყვანისმცემლებისა და გულშემატკივრების გარდა მათ არაკეთილისმსურველიც ბევრი ჰყავთ. ხანდახან მათ სიცოცხლესაც ექმნება საფრთხე. ზოგიერთი შემთხვევის შესახებ საზოგადოება ვერც იგებს. თუმცა ამჯერად საქმე გახმაურდა. 

ბრიტანეთის სასამართლომ სულ ახლახან 28 წელი მიუსაჯა ვინმე საჰაიბ აბუს, რომელიც 7 წლის პრინცი ჯორჯის მოკვლას გეგმავდა. საჰაიბს სურდა, ჯერ დედოფლის შვილიშვილებს გასწორებოდა და მერე ოჯახის დანარჩენ წევრებს.

დამნაშავე გეგმავდა, რომ პრინცი მოეწამლა. და მასთან ერთად, კიდევ ათეულობით მისი თანატოლი. მას მიმოწერა
ჰქონდა დაჯგუფებასთან, რომელსაც უზიარებდა გეგმებს ძლიერმოქმედ შხამზე ნაყინში, რომელიც ერთ-ერთ სავაჭრო ქსელში იყიდება - სწორედ ეს ქსელი აწვდის დესერტებს კერძო სკოლას, სადაც სწავლობს ჯორჯი. 

მამამაკაცი ჯერ კიდევ ზაფხულში დააკავეს და საქმეც გახსნეს, პატიმრობა კი ახლა მიუსაჯეს.