ვინ იყო ანი ბებიას პირველი ქმარი მანამ, სანამ ილო ბეროშვილს გაჰყვებოდა ცოლად?
- 18/02/21
- 2766 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
დღესდღეობით მსახიობი ილო ბეროშვლი და ანი ბებია ცოლ-ქმარი არიან, მათ უსაყვარლესი საერთო შვილიც ჰყავთ, ისინი რამდენიმე წლის წინ დაოჯახდნენ და დღემდე ბედნიერად ცხოვრობენ, მანამ შეუღლდებოდნენ ორივენი სხვა ადამიანთან იყვნენ ქორწინებაში.
ბებიას მეუღლე რეჟისორი კახი ხუციშვილი იყო.
„მის მშობლებთან ერთად ვცხოვრობდით. თეატრალურზე ერთად ვსწავლობდით, მაგრამ ერთმანეთი იქიდან არ გვახსოვს“, - ამბობს ანი.
„ერთხელ გოგა პიპინაშვილის სპექტაკლში ვმონაწილეობდი, კახი გოგასთან დადიოდა „არტჰოლში“ და ერთმანეთი იქ გავიცანით. ჩვენი ურთიერთობა დაახლოებით სამი წლის წინ დაიწყო და, ერთი წელია, რაც დავქორწინდით.
დიდად არ გვიყვარდა პირადი ამბების მოყოლა.“
კახი:
ტელევიზორში გამოჩენა რად უნდოდა მის სილამაზეზე ყურადღების მიქცევას?! აბა, არავინ რომ არ უყურებს შენს ცოლს, ეგაა კარგი?! დოზაზე ზედმეტი ყურადღება არავის გამოუჩენია, სახლში ყვავილებით არავინ შემოგვვარდნია.
ეგრე რომ იყოს, მერე კი არ ვიეჭვიანებ, შესაბამისად მოვიქცევი. თუმცა ანიზე არაფერი მაქვს საეჭვიანო, პირიქით, სასიამოვნოა ეს ყველაფერი.
თუ როლი და სცენარი ინტიმურ სცენას მოითხოვს და ეს არაა გათვლილი ეპატაჟზე, რატომაც არა?! ეროტიკული სცენა მისაღებია, როცა ის რამე მიზანს ემსახურება როგორც ქმრის, ისე რეჟისორის პოზიციიდან. წარმოიდგინე, რომ წახვიდე და რემბრანტს ჩხუბი დაუწყო, შიშველი ქალი რატომ დახატეო, მგონი, არასწორი იქნება. ამ სერიალში ანის შესრულებულ როლს ძალიან დადებითად ვაფასებ“,- ამბობდა ანი ბებიას მეუღლე.


