ლევან ჯიბღაშვილის ყოფილი საცოლე ცნობილ კანონიერ ქურდზე ქორწინდება, რომელიც ახლა ციხეში ზის

ბათუმელი ლამაზმანი ნინიკო ნაცარაშვილი საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ გაიცნო. ის ქართველი მსახიობის და ბიზნესმენის ლევან ჯიბღაშვილის საცოლე გახლდათ.

წყვილი ხშირად ჩნდებოდა ერთად და არც საკუთარ გრძნობებს მალავდნენ, თუმცა მოულოდნელად დაშორდნენ და ამ ამბავმა ყველა შოკში ჩააგდო.

ლევან ჯიბღაშვილმა ნინიკოსთან დაშორების შემდეგ, პირველ სიყვარულზე სალი სულხანიშვილზე იქორწინა და წყვილს ახლა უკვე ორი შვილი ჰყავს.

ნინიკო კი არ დაქორწინებულა. უკვე წელიწადზე მეტია, აქტიურად ვრცელდება ჭორები იმის თაობაზე, რომ ნინიკოს გული დაკავებულია და ეს ე.წ. კანონიერმა ქურდმა მინდია გორაძემ, ზედმეტსახელად მინდია ლავასოღლიმ შეძლო.

ლავასოღლი ახლა პატიმრობაში იმყოფება და როგორ შეძლო უმშვენიერესი გოგონას გულის მოგება უცნობია, თუმცა როგორც ჩვენი წყარო გვეუბნება ნინიკოს პირადი დაცვა დაჰყვება, რჩეული მას ხშირად ანებივრებს ძვირადღირებული საჩუქრებით და უფრო მეტიც მათ დაქორწინებაც აქვთ დაგეგმილი.

ლავასოღლისთან დაკავშირებულ ჭორებზე ნინიკო ნაცარიშვილს, რამდენიმე თვის წინ “პრაიმტაიმმა” დაუსვა კითხვა, რომლის პასუხად მან განაცხადა, რომ საერთოდ არ იცნობს ვინ არის მინდია გორაძე.

ორი დღის წინ ნინიკოს დაბადების დღე ჰქონდა. 22 წლის იუბილე უმშვენიერესმა გოგონამ, დაქალებთან ერთად “პარაგრაფში” აღნიშნა.

სადღესასწაულო ვახშამზე დარბაზში მოულოდნელად მას სიურპრიზი მოუწყვეს და საზოგადოებისთვის უცნობმა თაყვანისმცემელმა წითელი ვარდების ზღვა გაუგზავნა.

ნინიკომ ვიდეო სთორიში გამოაქვეყნა, ყვავილების გარდა, მას ძვირადღირებული ბრილიანტის ბეჭედიც აჩუქეს და გაჩნდა ვარაუდი, რომ მას საყვარელმა მამაკაცმა ხელი სთხოვა.

ვინ არის ლამაზმანის მომავალი საქმრო ოფიციალურად დადასტურებული არ არის, მაგრამ აშკარაა გოგონას ისეთ სიურპრიზებს უწყობს, როგორიც კიმ კარდაშიანსაც კი შეშურდება.