11-ე და 12-ე კლასის მოსწავლეები 250 ლარიან ჯილდოს მიიღებენ
- 26/02/21
- 1949 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
"ეს არის სემესტრული წახალისება, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისათვის.
250 ლარის ოდენობით. იმისათვის, რომ მოსწავლეს ფულადი ჯილდო გადაეცეს, მისი სემესტრული ქულა (დამრგვალების გარეშე) უნდა იყოს 9,8-დან 10-მდე, თან უნდა იყოს წარმოდგენილი ნიშნების ფურცელი და დირექტორის სპეციალური წერილი"- გვითხრეს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში.
საკითხზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მივმართეთ და ვკითხეთ, სხვა მუნიციპალიტეტებშიც ან თბილისში თუ იგეგმება მსგავსი პროგრამა, სადაც გვითხრეს:
"ეს არის კონკრეტული მუნიცპალიტეტის ინიციატივა და გადაწყვეტილება, განათლების სამინისტრო პროგრამაში ჩართული არ არის."