ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 25 წლის ბიჭი გარდაიცვალა

რუსთავში მომხდარ შემზარავ ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 25 წლის ბიჭი გარდაიცვალა.

25 წლის გოგა ხიდაშელი მკურნალობის კურსს რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდა.

სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების პირველივე დღიდან პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმედ აფასებდა კლინიკის ანესთეზოლოგ-რეანომატოლოგი გიგა ნერგაძე.

"ინფინიტი"-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენჯერმე ამოტრიალდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული 2 ადამიანი ამ დრომდე კლინიკაში იმყოფება და მკურნალობის კურსს გადის.