სასწრაფოდ შეწყვიტეთ ერთჯერადი სუპების ჭამა - აუკრძალეთ ბავშვებს და ახლობლებს ვისაც კი დაინახავთ რომ ამას აკეთებს

სწრაფი მომზადების სუპი – პროდუქტი, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით დიდი პოპულარობით სარგებლობს. რითია განპირობებული ამ პროდუქტის პოპულარობა? ის მარტივად და სწრაფად მოსამზადებელია, რაც ხელსაყრელია დატვირთული გრაფიკის მქონე ადამიანებისთვის. იცოდით, რომ სინამდვილეში ამ პროდუქტს წარმოუდგენლად მავნე, უარყოფითი გავლენა აქვს ჩვენს ორგანიზმზე და ჯანმრთელობაზე?

ნატრიუმის გლუტამატი

სწრაფი მომზადების სუპები გამოირჩევა ნატრიუმის გლუტამატის მაღალი შემცველობით. ეს ნივთიერება რამდენჯერმე ზრდის ჰიპერტონიის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და თირკმლის ქრონიკული დაავადებების განვითარების რისკს. გარდა ამისა, ადამიანები, რომელთაც ამ ნივთიერების მიმართ განსაკუთრებული მგრძნობიარობა ახასიათებთ, მისი მიღებისას იტანჯებიან თავისა და მკერდის ტკივილისგან. მეტიც, ნატრიუმის გლუტამატი შეიძლება იქცეს ისეთი საშინელი და მომაკვდინებელი დაავადების გამომწვევ მიზეზად, როგორიც სიმსივნეა.

ჭარბი რაოდენობით ნატრიუმი

ეს პროდუქტი, რომელიც ნატრიუმის მაღალი შემცველობით გამოირჩევა, რამდენჯერმე ზრდის ჰიპერტენზიის განვითარებისა და თირკმელებში კენჭების წარმოქმნის რისკს. როგორც წესი, ერთი ულუფა სწრაფი მომზადების სუპი შეიცავს 800 მგ ნატრიუმს, რაც ამ ნივთიერების დღიური ნორმის ნახევარია.

ანტიფრიზი

სწრაფი მომზადების სუპების შემადგენლობაში შედის პროპილენგლიკოლი, ანტიფრიზი, რომელიც იცავს მას გამოშრობისგან, გახმობისგან. ამ პროდუქტის მიღების შემდეგ ჩვენი ორგანიზმი მთლიანად შთანთქავს პროპილენგლიკოლს, რაც უარყოფითად აისახება ჩვენი ღვიძლის, თირკმელებისა და გულის ჯანმრთელობაზე.

აქვეითებს სასარგებლო ნივთიერებების ათვისების უნარს

იცოდით, რომ სწაფი მომზადების სუპები აქვეითებს ორგანიზმის უნარს, აითვისოს საკვები ნივთიერებები. ამ პროდუქტს წარმოუდგენლად უარყოდითი გავლენა აქვს ჩვენი საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებაზე.

შეიცავს კანცეროგენულ ინგრედიენტებს

ქიმიური დანამატების გარდა, სწრაფი მომზადების სუპები გაჯერებულია პლასტიფიკატორითა და დიოქსინით, რომლებიც კანცეროგენული ნივთიერებებია.

იხილედ ვიდეოში ორგანიზმში მიმდინარე პროცესები,მას შემდეგ როდესაც “ერთჯერად” სუპს მიირთმევთ.