"ჩემი ცოლის დაქალები" განცხადებას ავრცელებს - როდიდან იწყება სერიალის ახალი სეზონი


13 მარტიდან, ყოველ შაბათსა და კვირას, „ფორმულას“ ეთერში ბრუნდება პოპულარული ქართული სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“. სერიალის მე-17 სეზონის პრომოვიდეო უკვე გავრცელდა. უკვე ცნობილია, რომ რამდენიმე პერსონაჟი ახალი სეზონიდან სერიალს დაუბრუნდება, მათ შორის შოთიკო ნოზაძისა და ზურა ნიჟარაძის გმირებიც, თენგო და მერაბ დარჩია, რომლებიც მაყურებელმა შეიყვარა და ძალიან მოენატრა.