გიორგი შაქარაშვილის დედის პირველი კომენტარი სასამართლოს დაწყებამდე

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დედა მცხეთის რაიონულ სასმართლოში მივიდა. განაჩენის გამოცხადებას დღეს გიორგი შაქარაშვილის დედა და მისი მეგობრებიც დაესწრებიან.

 „ვითხოვ სამართლიან განაჩენს ველოდები და ხუთივეს დასჯას უმკაცრესად“,- განაცხადა გიორგი შაქარაშვილის დედამ სასმართლოს დაწყებამდე.

შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება. საქმის განხილვა თითქმის ცხრა თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე ბრალი ხუთ პირს აქვს წაყენებული. მათგან ორი არასრულწლოვანია, რის გამოც სხდომები დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.