"ზურას მეგობრებმა ბინა მიქირავეს და ახლა ისევ იმ ნაქირავებში ვცხოვრობ"
- 10/03/21
- 292 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
"ზურა ოცნებობდა, რომ საქართველოში ცოცხალი დაბრუნებულიყო, მაგრამ ეს სურვილი ვერ ავუსრულე. მცდელობა ძალიან დიდი იყო, თუმცა ვერ მოხერხდა... ეს ჩემს ძალებს აღემატებოდა, თორემ უკან ვერაფერზე დავიხევდი"
მისივე თქმით, როცა ზურა გარდაიცვალა, სამივე შვილი საქართველოში იყო და ვერ შეძლეს მამასთან გამომშვიდობება.
"მხოლოდ ყურმილის მიდებით დაემშვიდობნენ. ზურას ბოლო რამდენიმე დღე აღარ ესმოდა, თორემ მანამდე იგებდა, რასაც ველაპარაკებოდი", - ამბობს ქეთი.
ზურა დოიჯაშვილის ცოლი ამბობს, რომ სახლთან დაკავშირებული პრობლემა ისევ პრობლემად დარჩა.
"ბინა ზურას მეგობრებმა მიქირავეს და ამ წუთას ნაქირავებში ვარ. ზურას ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მნიშვნელოვანი იყო, ამისთვის ნამდვილად აღარ მეცალა. ჩემი მიზანი იყო, ზურა ეტლში ჩამჯდარიყო და ეცოცხლა, თუმცა არ გამოვიდა. ყველაფერზე თანახმა ვიყავი, აპარატით ეცოცხლა, მაგრამ ეცოცხლა, - არც ეს გამოვიდა. ამ ცხრა თვის განმავლობაში ბინაზე ვფიქრობდი-მეთქი, მოგატყუებთ. არც ის ვიცი, რა იქნება მომავალში…“ - ამბობს ქეთი ჟურნალ "თბილისელებთან" საუბრისას.


