17 წლის ბიჭმა 56 წლის ტაქსისტს დანა ყელში გამოუსვა - რა მოხდა გორში

მხოლოდ ის გავიგეთ, რომ მგზავრს ტაქსის მძღოლი დაუჭრია. ფული უნდოდა თუ რა მოხდა, არ ვიცით. ჩხუბი მოსვლიათ და ბიჭს დანით კისერში დაუჭრი. სანამ გონებას დაკარგავდა საავადმყოფოში თავისივე ფეხით  მისულა. 

"შემთხვევა ასე, შუადღის საათებში მოხდა. შესაძლოა ფულის წართმევაც უნდოდა და წინააღმდეგობა, რომ გაუწია დაჭრა. ადგილიდან მალევე  გაქცეულა. ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ ვერავინ მიეხმარა. 

"მერე საავადმყოფოშიც თავადვე წასულა. ეს ტაქსის მძღოლებზე თავდასხმის და გაძარცვის პირველი შემთხვევა არ არის. ამის არაერთი ფაქტი ხდება", - ყვება ერთ-ერთი ადგილობრივი 

ქირურგი დათვით გასიტაშვილი აცხადებს, რომ დაჭრილი ტაქსის მძღოლის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა და მედიკოსების დაკვირვების ქვეშ იმყოფება. 

"თვითდინებით შემოსულია 56 წლის მამაკაცი. მამაკაცს აღენიშნებოდა ნაკვეთი სისხლმდენი გამჭოლი ჭრილობა კისრის მიდამოში, საოპერაციო ბლოკში მოხდა დამუშავება, იმყოფება პოსტოპერაციულად პალატაში, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა," - აცხადებს "სამედიცინო ცენტრ ”გორმედის” ქირურგი დავით გასიტაშვილი.