თიკა საშინელ ფოტოებს მიღებს და გასაჯაროებით მემუქრება - თიკა ჯამბურიას ყოფილი დედამთილი ყოფილ რძალზე

თიკა ჯამბურია ყოფილ დედამთილს, ხათუნა ხოფერიას ფეისბუქზე უტვირთავს ფოტოს წარწერით – “პატალა პლინცეცა”. ფოტოს ქვემოთ არის ხათუნას კომენტარი, “თიკა საშინელ ფოტოებს მიღებს და გასაჯაროებით მემუქრება”.

როგორც ხათუნამ  გაამხილა, აქვს შაქარი და წონაში საგრძნობლად დაიკლო. თიკა კი, რომელიც მასთან თავის შვილთან ერთად მიდის, ასე ეხუმრება ხოლმე.

თიკუნა 18 წლის იყო ჩემი რძალი რომ გახდა. 14 წლის ბექას შეყვარებული იყო. ჩემს ხელშია გაზრდილი. რეზიკოს პირველი ცოლიც ორ შვილთან ერთად ჩემთან ცხოვრობს. მანჩო 17 წლის იყო ჩემი რძალი რომ გახდა. ამდენად, ამ გოგოების ცხოვრებამ ჩემ ხელში გაიარა. მე გოგო არ მყავს და ეს გოგოები ძალიან მიყვარს. ეს ისეთი დამოკიდებულებებია, რომელშიც არავის არასდროს არ ვუთანხმდები. ისეთი კარგი შვილიშვილები გამიზარდეს, გოგოს დანაკლისი ნამდვილად აღარ მაქვს. ჩემები არიან.

პატალა პლინცეცა ⭐️

Опубликовано Tina Jamburia Вторник, 9 марта 2021 г.