ჩემი ცოლის დაქალები ერთ-ერთმა მთავარმა პერსონაჟმა დატოვა
- 16/03/21
- 733 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
სერიალი ჩემი ცოლის დაქალები ბარბარეს როლის შემსრულებელმა თაკო კორინთელმა დატოვა.
როგორც მსახიობმა ჟურნალ "გზასთან" თქვა, რომ უნდა ტელევიზიას დაუბრუნეს, მაგრამ არა მსახიობის, არამედ ტელეწამყვანის ამპლუაში.
"ტელევიზიაში დაბრუნებაზე დიდხანს ვფიქრობდი: გარდა იმისა, რომ სერიალში ვმონაწილეობდი, მსურდა, ტელევიზიაში ჩემი პროფესიითაც დავბრუნებულიყავი. 5-წლიანი პროფესიული პაუზა მქონდა. ამიტომ საჭიროდ მივიჩნიე, დილის გადაცემის წამყვანობას დავთანხმებოდი…
ტელეარხიც, სადაც “ჩემი ცოლის დაქალები” გადის, შემოქმედებითი გუნდიც ძალიან მიყვარს. მათთან მუშაობა კომფორტული იყო, მათთან ერთად გატარებული წლები – ძალიან კარგი. უბრალოდ, ასე მოხდა, რომ სერიალს "გამოვეთიშე", ცოტა თუ დიდი ხნით – არ ვიცი, მაგრამ ამ ეტაპზე სერიალში აღარ ვიქნები…
ჩემი პერსონაჟის – ბარბარიკას “ხაზს” რაც შეეხება, ნამდვილად არ ვიცი, რა მოხდება: საერთოდ, გაგრძელდება თუ არა ან თუ გაგრძელდება, ვინ იქნება როლში“,- ამბობს თაკო კორინთელი.