ეს ულამაზესი გოგონა მსახიობ ლაშა გურგენიძის ცოლია

უნიჭიერესი მსახიობი ლაშა გურგენიძე ამ ბოლო დროს ძალიან პოპულარულია სოციალურ ქსელში, მან ბოლო პერიოდში მხატრვრული კითხვითა და იუმორისტული სკეტჩებით გაითქვა სახელი. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბევრ გოგონას მოსწონს მსახიობი.

ნიჭიერმა ლაშამ ლექსების მხატვრულად კითხვით და იუმორისტული სკეტჩებითაც თავი შესანიშნავად დაგვამახსოვრა.
მას ეს ყოველივე, სამსახიობო საქმიანობის ჩათვლით, მშვენივრად გამოსდის.

მსახიობის მშვენიერი რჩეული თაკუნა მჭედლიშვილი გახლავთ. ის გრაფიკოს-დიზაინერია და ხელოვნება ძალიან უყვარს. გარდა ამისა, ხატავს კიდეც.

ლაშამ ერთხელ, მარი ნაკანთან ერთ-ერთი ჩართვის დროს გაიხსენა, რომ ერთხელ, როცა იკამათეს, თაკომ მეუღლეს თვალი დაუხატა, რომელიც  დღემდე თვალსაჩინო ადგილას არის ჩამოკიდებული.

ლაშა იუმორისტული სკეტჩის დროს იმასაც ამბობდა, რომ მეუღლესთან მხოლოდ ზოდიაქოს ნიშნით ვერ ეწყობა, დანარჩენში კი ჰარმონიული ურთიერთობა აქვს.

მათი ფოტოებიდან უდიდესი სიყვარული, დადებითი ენერგეტიკა და ფერადი ემოციები მოდის.