
"ბავშვებს გაბარებ, დე. ოღონდ ბავშვები გამიზარდე, მეტი არ მინდა"
- 19/03/21
- 2345 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

"ბავშვებს გაბარებ, დე. ოღონდ ბავშვები გამიზარდე, მეტი არ მინდა" – ასე მიმართა მეგი ბაქრაძის მეუღლეს ოჯახის წევრმა, როცა ექიმ ლევან რატიანის კაბინეტიდან გამოვიდნენ. მედდის ახლობლების თქმით, ექიმმა მათ მიანიშნა, რომ მდგომარეობა უმძიმესი იყო და მისი გადარჩენის შანსი არ არსებობდა.
სამწუხაროდ, მეგი ბაქრაძის გადარჩენა ვერ შეძლეს. 12 საათზე მას გული გაუჩერდა.
"-თავიდანვე კრიტიკული იყო პაციენტის მდგმარეობა. მთელი ღამე უმძიმესად იყო. დღეს 12 საათზე გული გაუჩერდა… მოვახერხეთ მცირე სტაბილიზაცია, ჩავატარეთ კვლევები და მთელი ღამე ვებრძოდით სიკვდილს. დილით მცირე სტაბილიზაციას მივაღწიეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა, – განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორმა ლალი ტურძელაძემ.
მეგი ბაქრაძეს ორი შვილი დარჩა.