![ასეთი ძვირადღირებული საჩუქარი მიიღო შორენა ბეგაშვილმა ვალენტინობის დღეს](https://itar.ge/stories/creative/HprYO1676376117albom_rooms.jpg)
"ნეტავ რატომ იხრჩობოდა გუშინ გამყრელიძე პირდაპირ ეთერში?! უკვე გარდაცვლილი ხომ არ იყო, ის საწყალი ექთანი?"
- 19/03/21
- 675 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
![სოც.მედია](https://itar.ge/stories/socials/DLgZT1616183826albom_rooms.jpg)
ჟურნალისტი ნელი ვარდიაშვილი სოციალურ ქსელში 27 წლის ექთნის გარდაცვალებას ეხმიანება და წერს:
შეწყვიტეთ ბოლოს და ბოლოს კამპანია -,,მე ავიცრები", რომელსაც ზოგი ფულის გამო ატარებს და ზოგიც, ფეხის ხმას არის აყოლილი, ალბათ, ,,ბნელ ძალად" რომ არ ჩათვალონ. ვინც ფიქრობს, რომ კამიკაძეა და საცდელი კურდღელი, არავინ უშლის მონაწილეობა მიიღოს სამედიცინო ცდებში, კვლევების სახელით რომ გვასაღებენ. დიახ, ასეთი ცდების დროს ხშირია ლეტალობა. უკვე დიდი ხანია, ბევრ მედიკამენტს ცდიან ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა ჯანდაცვის დაწესებულებაში და ახლაც რომ იგივე ხდება, ნამდვილად არ მიკვირს, მაგრამ ნუ მომიწოდებთ, რომ კურდღელი ან ვირთხა ვიყო და ეს არის კარგი ისევ ჩემთვის. ბნელეთი თქვენსკენ მოიკითხეთ...
ნეტავ რატომ იხრჩობოდა გუშინ გამყრელიძე პირდაპირ ეთერში?! უკვე გარდაცვლილი ხომ არ იყო, ის საწყალი ექთანი? უბრალოდ, ჯერ დასალაგებელი ჰქონდათ კამპანია ,,მე მაინც ვიცრები თუნდაც მოვკვდე?"
აი, თუ უშვებთ, რომ შეიძლება ემსხვერპლოთ, რატომ გინდათ აცრა, ეს მითხარით და მეტი არაფერი მინდა. ზოგი წერს, ჩაკეტვამ დამღალაო და ღმერთმა დაგიფაროთ, იმქვეყნად უფრო კარგად არ ჩაიკეტებით?
სიკვდილი ან გადარჩება, ეს ორი არჩევანი რატომ გვაქვს ბოლოს და ბოლოს, რომელი საუკუნეა?