კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენელისათვის

ვერძი - პარტნიორთა დახმარებით ახალი იდეებისა და პროექტების რეალიზება გაგიადვილდებათ. სასიყვარულო და ოჯახური პრობლემების მოგვარებას კი მხოლოდ ურთიერთგაგებითა და მოთმინებით შეძლებთ. სასიკეთოდ ჩაივლის მოგზაურობა.

კურო - სამსახურის საქმეებში დროულად გადადგმული ნაბიჯი საწადელის მიღწევას შეუწყობს ხელს. უთანხმოების შემთხვევაში, კარგი იქნება, თუ საყვარელ ადამიანს გულღიად დაელაპარაკებით. უცხოელებთან ურთიერთობა ახალ პერსპექტივებს დაგანახვებთ.

ტყუპები - მოიმატებს გადაადგილებებისა და შეხვედრების რაოდენობა. გაზრდილი ინტუიცია და თავდაჯერებულობა პირად ურთიერთობებში წინააღმდეგობების გადალახვაში დაგეხმარებათ. მოერიდეთ მოგზაურობას.

კირჩხიბი - პოზიტიური განწყობა ყველა პრობლემას ადვილად დაგაძლევინებთ, მათ შორის ფინანსებთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულსაც. პერსპექტიული აღმოჩნდება ახალი კავშირები. კარგი დროა პირადი ურთიერთობის გასამყარებლად.

ლომი - ნუ ელით დიდ ცვლილებებს ფინანსურ სფეროში. წარმატებას მოგიტანთ იურიდიული, საკანონმდებლო ან სადაზღვევო საქმიანობა. ახალი მეგობრობა ან სასიყვარულო ურთიერთობა დიდხანს გაგრძელდება. კარგია მოგზაურობაც.

ქალწული - მოერიდეთ დიდ ხარჯებს. საყვარელი ადამიანის მიერ გამოთქმულ პრეტენზიას გულთან ახლოს ნუ მიიტანთ. ენერგეტიკული მაჩვენებლები დაქვეითებას დაიწყებს, ამიტომ გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.

სასწორი - ენერგიული პერიოდია, ბევრი შეხვედრითა და გადაადგილებებით. გაგიჭირდებათ სიმშვიდის შენარჩუნება ფინანსური საკითხების მოგვარებისას. რომანტიკის მოთხოვნილება კი სიყვარულის მორევში გადაგაგდებთ.

მორიელი - გაგიადვილდებათ გრძნობებისა და აზრების გამოხატვა. სასიყვარულო ურთიერთობაში დროებითი სიცივე დაისადგურებს. არაა რეკომენდებული ფიზიკური დატვირთვა, მოგზაურობა და ბევრ ხალხთან ურთიერთობა, რადგან ორგანიზმი დასუსტებულია.

მშვილდოსანი - მოიმატებს ენერგია. კარგი დროა როგორც პირადი, ისე საქმიანი ცვლილებებისთვის. წარმატების მისაღწევად ბევრი მუშაობა და გეგმაზომიერი მოქმედება იქნება საჭირო. მოგზაურობებისას კი სასიამოვნო სიახლეები გელით.

თხის რქა - ხშირად მოგინდებათ განმარტოება და ფიქრი. გაძლიერდება ინტუიცია და წინათგრძნობა. ნუ გამოიყენებთ ახალ ინფორმაციას გადამოწმების გარეშე. მოგების მისაღებად კი ეცადეთ, პარტნიორებთან უკონფლიქტო ურთიერთობა დაამყაროთ.

მერწყული - გაგიადვილდებათ კონტაქტების დამყარება. ადვილად შეძლებთ პირად და საქმიან ურთიერთობებში არსებული ხარვეზების გამოსწორებას. სასიყვარულო ასპარეზზე თამამი და მგრძნობიარე გახდებით და ბევრ თაყვანისმცემელსაც შეიძენთ.

თევზები - მიზნის მისაღწევად ბევრი შრომა დაგჭირდებათ, თუმცა შედეგს აუცილებლად ნახავთ. შესაძლოა, გამოჩნდნენ ძველი ნაცნობები და ადრინდელი რომანტიული ურთიერთობაც აღადგინოთ. თუმცა, თავისუფალი დრო აუცილებლად დაუთმეთ დასვენებას.