
"ირაკლი შოთაძე უკვე გადადგა? მოინანია, აღიარა, პროკურატურა გაგებით მოეკიდა..." - ელისო კილაძე
- 22/03/21
- 716 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

გაზეთ ქრონიკა პლუსის რედაქტორი ელისო კილაძე სოციალურ ქსელსი წერს:
შაბათ კვირას ორ არხზე გავიდა ორი სიუჟეტი,საიდანაც გავიგეთ რა დავალებებს აძლევდნენ (ასრულებდა) ტიპი სუსში.პირადი ფირებით დაწყებული სახლების გაღებით დასრულებული.
ძაღლების მალიარი რომ გეყოლებათ სუსის უფროსის მოადგილე ,უარესი გეკუთვნით.
ჰოდა,როგორც გაირკვა ტიპს არქივიც გაუზიდია,სახელმწიფო საიდუმლოც,და საპროცესო გარიგებაც მიუღია (კაცმა არ იცის,რა დამსახურებისთვის)
ირაკლი შოთაძე უკვე გადადგა?
სუსის უფროსი?
განმარტებები გაკეთდა რატომ უშვებენ?
მხოლოდ ადვოკატის აზრი მოვისმინეთ-მოინანია,აღიარა,პროკურატურა გაგებით მოეკიდა !
ჰო,ეს "უცნობი"ადვოკატი მოსამართლის ქმარია !