მეგი ბაქრაძის ქმარს ემუქრებიან - რას აცხადებენ ადვოკატები

ადვოკატები ამბობენ, რომ დაზარალებულის უფლებამონაცვლეს, მეგი ბაქრაძის ქმარს გარკვეული პირები დაკავებით ემუქრებიან:

"ჩვენ უშუალოდ რომელი უწყების ან ვის მირ იქნა მუქარა ვერ დავკონკრეტდებით. ინფორმაციული კუთხით გამოდის, რომ ცალმხრივად ვთანამშრომლობთ საგამოძიებო უწყებასთან, ჩვენ ყველა ინფორმაციას ეს იქნება ზეპირსიტყვიერი თუ მტკიცებულებითი სტანდარტით, ვაწვდით საგამოძიებო უწყებას. 

უშუალოდ მაგ ნაწილშია მუქარაც, მანუჩარ კობახიძის მიმართ, რომ თუ ის არ გაჩერდება, მსვლელობა მიეცემა მეორე ნაწილში 187-ე მუხლს. მტკიცებულებები, რაც დღეის მდგომარეობით დაპირებული იყო საგამოძიებო უწყება, რომ უნდა გადმოეცა, ამ ეტაპზეც მივიღეთ უარი”, – თქვა ადვოკატმა, ნინო ამაღლობელმა. 

შეგახსენებთ, მეგი ბაქრაძის მეუღლემ კლინიკის ფანჯრები ჩაამსხვრია, როცა მეუღლის კომაში ჩავარდნის შესახებ გაიგო, თუმცა, მოგვიანებით იგი ამტკიცებს, რომ როცა მას მეუღლე აჩვენეს, მეგის გადაფარებული ჰქონდა ზეწარი და იგი უკვე გარდაცვლილი იყო. სწორედ ფანჯრების ჩამსხვრევის გამო, შესაძლებელია, მას ემუქრებოდნენ დაკავებით."