
"32 წლის წინ, 9 აპრილს მერაბ კოსტავა იდგა მიკროფონთან... 32 წლის მერე ,,უცნობი" იდგა მიკროფონთან, ითხოვდა.... ღმერთმა მაპატიოს ეს შედარება..."
- 10/04/21
- 1612 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

32 წლის წინ, 9 აპრილს მერაბ კოსტავა იდგა მიკროფონთან, ითხოვდა საქართველოს დამოუკიდებლობას და ამბობდა, რომ ეს იყო უდიდებულესი წამი ჩვენს ისტორიაში.
32 წლის მერე ,,უცნობი" იდგა მიკროფონთან, ითხოვდა ტელევიზიების გაჩუმებას და ჩალიჩობდა რამე ახალ ტენდერს.
ღმერთმა მაპატიოს ეს შედარება. უბრალოდ, მინდოდა, მეჩვენებინა, სადამდე შეიძლება დაცემა.
წადი რა, სხვა დღე მაინც აირჩიე შენი გამორჩენისთვის. ყველაფერ წმინდას როგორ ებღაუჭებიან ფულის გამო. და ვინც ამას ავალებს, ის მერე თავაწეული ილაპარაკებს 9 აპრილზე.
ვახო სანაია