
"ძლიერი ქარი, წვიმა, სეტყვა" - როგორი ამინდია მოსალოდნელი ხვალიდან რამდენიმე დღის განმავლობაში
- 19/04/21
- 450 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს,"- აღნიშნულია ინფორმაციაში.
20 აპრილს, დღის მეორე ნახევრიდან 23 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.