ვინ იქნებიან ის პიები, რომლებიც 200 ლარიან კომპენსაციას ივნისის თვიდანაც აიღებენ?

200-ლარიანი კომპენსაციის გაცემის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში განაცხადების წარდგენას ივნისის თვეშიც შეძლებთ.

როგორც  შემოსავლების სამსახურში განაცხადეს, თუკი დადგენილებაში რაიმე ცვლილება არ განხორციელდა, განცხადებების წარდგენა იმ პირთათვის, რომლებიც აკმაყოფილებენ 200-ლარიანი დახმარების მიღების კრიტერიუმებს, ივლისის თვის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

შეგახსენებთ, სამსახურდაკარგული პირები, საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის ფარგლებში, 200-ლარიან დახმარებას 2021 წლის იანვრის თვიდან იღებენ.

დამსაქმებლებმა, ყოველი თვის 20 რიცხვის ჩათვლით (განაცხადის როგორც წარდგენისთვის ასევე დაზუსტებისთვის), უნდა წარმოადგინონ იმ პირთა სია, რომლებიც ერთობლივად დააკმაყოფილებენ მითითებულ ბმულზე მოცემულ კრიტერიუმებს.