6 შეცდომა, რომელსაც ქალები სექსის დროს უშვებენ

ქალბატონებო, იყავით გულწრფელი: როცა თქვენი სექსუალური ცხოვრება მოსაწყენი და ერთფეროვანი ხდება, ამაში მეტწილად თქვენს პარტნიორს ადანაშაულებთ. მამაკაცების უმრავლესობა ამ ფაქტს არ ეთანხმება და მართლებიც არიან. როგორც იტყვიან, ტანგოს ორი ცეკვავს. აღმოჩნდა, რომ ქალებიც ბევრ შეცდომას უშვებენ სექსუალური ცხოვრების გზაზე. ექსპერტები რამდენიმე მათგანზე ამახვილებენ ყურადღებას:


1. არ ვიჩენთ სექს-ინიციატივას პარტნიორთან:
ბევრი ჩვენგანი ზედმეტად ქალურ და განაზებულ პოზიციას იჭერს. არ გვინდა გამოვჩნდეთ მომაბეზრებელნი და გვეშინია შემტევ და აგრესიულ ქალთა კატეგორიას არ მიგვაკუთვნონ. ექსპერტების აზრით ეს ყველაზე დიდი შეცდომაა. ზოგადად, მამაკაცებს, ისევე როგორც ქალებს, უნდათ მათი პარტნიორი ამყოლი და ზოგჯერ ინიციატორიც იყოს. ისინი თვლიან, რომ ყოველთვის თავად არიან ინიციატორები და ეს სექსუალურ ცხოვრებას და ვნებების შკალას წონასწორობას უკარგავს. ნუ აფიქრებინებთ მათ, რომ სექსის ინტერესი აღარ გაქვთ, ამან შეიძლება სავალალო შედეგები მოიტანოს: სხვა ქალებს აღმოაჩნდეთ იგი. ამიტომ დროდადრო გადადგით პირველი ნაბიჯი. მამაკაცი ამას აუცილებლად დააფასებს.


2. ვწუხთ იმაზე,თუ როგორ გამოვიყურებით:
სექსის დროს იმაზე ფიქრი თუ როგორ გამოვიყურებით საერთოდ გვიკარგავს სიამოვნების მიღების უნარს და ორგაზმის შანსს. მამაკაცებს სექსუალურ „თამაშში“ თავისუფალი, უკომპლექსო პარტნიორები სურთ და ამ დროს ფიქრი მოშვებულ მუცელზე ან არასწორ მაკიაჟზე ფაქტიურად ყველაფრის დამანგრეველია.


3. ნუ დაუჯერებთ სტერეოტიპებს:
ის მოსაზრებები, რომ მამაკაცისთვის სექსი უბრალოდ სექსია, რომ ისინი არ არიან რომანტიკოსები და მათ ერჯერადი სექსუალური კავშირები იზიდავთ, მცდარია. მეცნიერები გვარწმუნებენ, რომ ქალებიც და მამაკაცებიც უფრო მეტ სიამოვნებას ხანგრძლივი, ნდობაზე დამყარებული ურთიერთობიდან იღებენ. კვლევები ცხადყოფს, რომ სწორედ დაქორწინებულ წყვილს აქვს საუკეთესო ხარისხის და სიხშირის სექსი. ეს ფაქტი ბევრს მეტყველებს „შემთხვევითი“ სექსის არაადეკვატურობაზე.


4. ნუ ელით მათგან ნებისმიერ დროს სექსით დაკავების სურვილს:
რა თქმა უნდა, თინეიჯერი ბიჭები ნებისმიერ დროს მზად არიან და სურვილი აქვთ სექსუალური კავშირის დასამყარებლად, მაგრამ ზრდასრულ კაცებზე ამას ვერ ვიტყვით. ყოველდღიური ცხოვრების წნეხი – ოჯახი, სამსახური, გადასახადები – მათ სექსუალურ ლიბიდოს აქვეითებს. ეს აღმოჩენაა ბევრი ქალისთვის და ხშირად მამაკაცების ინერტულობაში საკუთარ თავს ადანაშაულებენ. „აღარ ვუყვარვარ“- ეს ფრაზა მოსდით თავში მაშინვე. არა, მათ უყვარხართ, უბრალოდ სექსის ხასიათზე არ არიან.


5. არ ვაძლევთ მათ ინსტრუქციებს:
პირდაპირი საუბარი იმაზე,თუ რა მოგვწონს და რა არ მოგვწონს სექსუალური აქტის დროს ცოტა არ იყოს და გვეუხერხულება, იმ შემთხვევაშიც კი თუ პარტნიორთან წლების თანაცხოვრება გვაკავშირებს. მაგრამ სწორედ ესაა ერთადერთი გზა მაქსიმალური სიამოვნების მისაღებად. არც ერთ კაცს შეუძლია ქალის ორგაზმამდე მიყვანა, თუ თვითონ ქალს არ აქვს ამაზე პასუხისმგებლობა აღებული და არ ფლობს საკუთარი სხეულის ენას. ეს ენა მამაკაცსაც უნდა ვასწავლოთ, ნება მივცეთ მათ იცოდნენ ჩვენი სურვილები და ფანტაზიები. საბედნიეროდ, მათ უმრავლესობას დიდი სურვილი აქვს ქალს ასიამოვნონ. ეს ხომ მათი, როგორც ნამდვილი მამაკაცის, დამსახურებაცაა.


6. ნუ აღელდებით, როცა რაიმე ახალს შემოგთავაზებთ:

როცა წყვილი წლების მანძილზე ცხოვრობს ერთად, ბუნებრივია, რომელიმე მათგანს მოუნდეს პიკანტურობა და „სიცხარე“ შემატოს ურთიერთობას. თუ თქვენს მამაკაცს უნდა მოსინჯოს რამე ახალი, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის უბედურია ან უკმაყოფილოა თქვენთან სექსუალური ცხოვრებით.და თუ მაინც მისი განსხვავებული და თამამი შემოთავაზება თქვენს მკაცრ „მორალს“ ეწინააღმდეგება, მშვიდად აუხსენით მათ, რომ ეს „აღემატება თქვენს შესაძლებლობებს“.



წყარო - mediamall.ge