ბოლო დროის ყველაზე აქტუალური კითხვა - ვაქცინაციიდან რამდენ ხანში შეიძლება ალკოჰოლის მიღება?

როდის დავლევ ვაქცინაციის შემდეგ? ეს არის შეკითხვა, რომელზე პასუხიც საქართველოში ყველაზე მეტად აინტერესებთ.

ეს კითხვა დაუსვეს ამირან გამყრელიძეს დაავადებათ კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამართულ ვებინარზე.

ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ბოლო დროს ამ კითხვას ძალიან ხშირად უსვამენ და მისი პასუხი ყოველთვის, არის, რომ ისე, როგორც ქართველებს გვიყვარს დალევა, იგულისხმება 2-3 ბოთლის, ვაქცინაციის შემდეგ ძალიან დიდხანს არ შეიძლება.

მისივე განმარტებით, თუ მხოლოდ ერთი ჭიქით შემოვიფარგლებით, ეს ვაქცინაციიდან რამდენიმე დღეში, ნებისმიერ დროს შეიძლება.