"ახლაც გაოგნებული ვარ იმით, რაც აქ ვნახე, აქ ისევ საბჭოთა კავშირია..." გურამ შეროზია
- 12/05/21
- 1378 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ჩერნობილის კატასტროფიდან 35 წლის შემდეგ, ქალაქი პრიპიატი ისევ ცარიელია, რადიაციით დაბინძურებული ზონა კი დაკეტილი. ადგილი მხოლოდ ტურისტებისთვისაა ღია.
გურამ შეროზია, რომელიც საზოგადოებამ როგორც მოგზაური ბლოგერი, ისე გაიცნო, ამჯერად, სწორედ ამ ადგილიდან გვიზიარებს ფოტოებს, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ დროსთან ერთად შეცვლილი სამყაროს ისტორიას გვიყვება.
“ჩერნობილი – გაჩერებული სიცოცხლე.
ახლაც ემოციებში ვარ: დამტვერილი საბავშვო ატრაქციონები, გადაშლილი წიგნები საკლასო ოთახებში, თითქოს შუა სასწავლო პროცესში მომენტალურად ჩამოკრა უბედურების ზარმა.
შენობები, სადაც ოდესღაც სიცოცხლე ჩქეფდა, ადამიანები, რომლებმაც ჩვეულ რეჟიმში გაიღვიძეს, ცხოვრება დაგეგმეს, ბავშვები ბაღებში და სკოლებში წაიყვანეს და წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ იმაზე, რაც შემდეგ მოხდა…
აქ სიცოცხლე ზუსტად 35 წლის წინ გაჩერდა. აქ ისევ საბჭოთა კავშირია. აქ ყველა კედელს რაღაც ისტორია აქვს. ძალიან, ძალიან ემოციური დღე იყო”, – წერს გურამ შეროზია.