2 შეზღუდვა, რომლებიც დღეიდან, პირველი ივნისიდან მოიხსნება

საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი ივლისიდან ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული რამდენიმე შეზღუდვა იხსნება.

კვების ობიექტები
კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას მოქმედი შეზღუდვაც სრულად იხსნება. მათ საშუალება ექნებათ სტუმრები დახურულ სივრცეშიც მიიღონ. თუმცა აკრძალვა სოციალური ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით ძალაში რჩება.

საქართველოში შემოსვლა
პირველი ივნისიდან სახმელეთო საზღვრები იხსნება
სახმელეთო საზღვრები 1-ლი ივნისიდან გაიხსნება და საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტითა და PCR უარყოფითი ტესტის პასუხით, ან მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხით.

ასევე, სამშაბათიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების გამო შეზღუდული ყველა სახის სერვისი ჩვეულ რეჟიმში განახლდება.