რეინკარნაციის რამდენიმე ნიშანი - ანუ ვინ იყავი და რას საქმიანობდი წინა ცხოვრებაში?

ცოტა ხნის წინათ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ დედამიწის მოსახლეობის 25%-ს რეინკარნაციისა სწამს.

როგორც ჩანს, იმის წარმოდგენა, რომ ადამიანის სული, გონება, ენერგია და ა. შ. გარდაცვალების შემდეგ უკვალოდ კი არ ქრება, არამედ სხვადასხვა მატერიალურ სხეულში სახლდება და კვლავ მოდის დედამიწაზე, ადამიანებს ფრიად ხიბლავთ.

რაღაც ნაწილს მიაჩნია, რომ რეინკარნაცია ყველა სულიერ არსებას ეხება და ჩვენს ქმედებებზეა დამოკიდებული, თუ რაში ჩასახლდება ჩვენი სული მომდევნო ცხოვრებაში.

თუ თქვენც იმათ რიცხვში ხართ, ვისაც სულთა გადანაცვლებისა სწამს, ალბათ დაგაინტერესებთ ის 8 ნიშანი, რომლებიც გაგარკვევთ, უკვე განცდილი გაქვთ თუ არა რეინკარნაცია.

1. ხშირი დეჟავიუს განცდა

ერთ-ერთი ნიშანი, რომ წარსულში რეინკარნაცია განიცადეთ, დეჟავიუს გახშირებული შეგრძნებაა. დეჟავიუ – ეს არის გრძნობა, როდესაც გგონიათ, რომ კონკრეტულ მომენტში გადაგხდენიათ მსგავსი სიტუაცია, სადაც ხართ. ეს მართლაც უცნაური შეგრძნებაა და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სწორედ იმას უკავშირდება, რომ წარსულში სხვის სხეულში გადაგხდენიათ ასეთი სიტუაცია.

2. ხშირი სიზმრები და კოშმარები

თუ ოდესმე დაინტერესებულხართ სიზმრების არსით, გეცოდინებათ, რომ სიზმრები ყოველთვის ცდილობენ რაიმე მინიშნებების მოცემას. მრავალ ადამიანს სჯერა, რომ სიზმრები გეხმარება ცნობიერ (ფხიზელ) ცხოვრებაში სხვადასხვა პრობლემის გადაჭრაში, თუმცა შესაძლოა გახშრებულ სიზმრებს არანაირი კავშირი არ ჰქონდეს თქვენს ცხოვრებასთან. ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საქმე გვაქვს წინა ცხოვრების მოგონებებთან. შემდეგში, როდესაც გაიღვიძებთ, ეცადეთ, ფურცელზე ჩაიწეროთ სიზმარში მომხდარი მოვლენები და იქნებ გაარკვიოთ კიდეც, რა პიროვნებას წარმოადგენდით წარსულ ცხოვრებაში.

3. ინტუიციის მაღალი გრძნობა

ადამიანებს, რომელთაც ინტუიციის გრძნობა აქვთ, სჯერათ, რომ მათი წინათგრძნობა გამართლდება. მაგალითისთვის, თუ მობილურის ზარს გაიგონებთ, შეიძლება შეგექმნათ წინათგრძნობა, რომ ის დედათქვენი ან რომელიმე მეგობარი იყოს. მრავალ რელიგიაში სჯერათ, რომ ადამიანებს, რომლებსაც მაღალი ინტუიციის გრძნობა აქვთ, განვლილი აქვთ ბევრი სიცოცხლე.

4. უცნაური ფობიები

თუ გაქვთ რაიმე უცნაური ფობია და ამას არანაირი კავშირი არ აქვს წინა წლებში გადატანილ სტრესთან, შეიძლება ითქვას, რომ წინა ცხოვრების გადმონაშთთან გვაქვს საქმე. მაგალითისთვის, თუ გაქვთ ზღვაში/მდინარეში ცურვის შიში, შეიძლება იმის მანიშნებელი იყოს, რომ წინა ცხოვრებაში სწორედ წყალში დახრჩობით გარდაიცვალეთ.

5. კონკრეტულ ადამიანებთან სულიერი კავშირის გრძნობა

არ არის აუცილებელი, რომ ადამიანი, რომელთანაც სულიერ კავშირს გრძნობ, ოჯახის წევრი იყოს. ის შეიძლება იყოს მეგობარი, ან თუნდაც ქუჩაში გამვლელი, რომლის დანახვისთანავე გრძნობ, რომ მას დიდი ადგილი უკავია თქვენში სულიერად. რეინკარნაციის თეორია ირწმუნება, რომ თითოეულ ჩვენგანს მრავალი სულიერი პარტნიორი ჰყავს – ხალხი, რომელთა სულებიც ჩვენთან ერთად მოგზაურობს სხვადასხვა დროსა და სხეულში. ამიტომაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ სულებს შეუძლიათ ერთანეთის ცნობა, რაც, როგორც მოგახსენეთ, რეინკარნაციის ერთ-ერთ მთავარი ნიშანია.

6. განსხვავებული კულტურული ნიშნების გამოვლენა

როდესაც განსხავებული კულტურისადმი გაქვთ მიდრეკილება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ არანაირი გენეტიკური კავშირი არ გაქვთ მასთან, ეს შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ თქვენი სული წარსულ ცხოვრებაში სწორედ ამ კულტურის შემადგენელი ნაწილი იყო. მაგალითისთვის, შეიძლება კავკასიურ კულტურას წარმოადგენდეთ, მაგრამ ეგვიპტეში სტუმრობისას იგრძნოთ, რომ ამ ტიპის ხალხს და კულტურას ეკუთვნით. ამის შედეგად შეგიძლიათ ივარაუდოთ, რომ თქვენს სულს სწორედ ეგვიპტური წარმომავლობა აქვს.

7. წარსული ფაქტების გახსენება, რასაც არანაირი კავშირი არ აქვს თქვენთან

ასეთი მოვლენა საკმაოდ იშვიათია, ვინაიდან, ზოგადად, რეინკარნაციის შემდგომ ახალ სხეულში არ ხდება კონკრეტული ფაქტების გადმოცემა, თუმცა არსებობს არაერთი ფაქტი იმის შესახებ, რომ ადამიანს გახსენებია ისეთი ფაქტები წარსულში მცხოვრები სხვა პიროვნების შესახებ, რომელთან კავშირიც არ აქვს. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ჯეიმს ლინინგერი, რომელსაც ბავშვობიდანვე ტანჯავდა კოშმარები მეორე მსოფლიო ომის მოგონებებზე. მან მშობლებს დაწვრილებით უამბო 1945 წლის საომარი ოპერაციების შესახებ, თან ისიც დაამატა, რომ თვითონ მფრინავი იყო და იაპონელებმა მოკლეს. ინფორმაციის შემოწმების შედეგად მისი ყველა ნაამბობი მართლაც დამტკიცდა; აღმოჩნდა, რომ იგი სულიერად დაკავშირებული იყო მფრინავ ჯეიმს ჰიუსტონთან. 2010 წელს კი მან გამოსცა წიგნი „გადარჩენილი სული“, სადაც სწორედ მეორე მსოფლიო ომის მოვლენებია აღწერილი.

8. უცნაური ხმები, რომლებიც მხოლოდ თქვენ გესმით

თუ ოთახში მხოლოდ თქვენ გესმით უცნაური ხმები და დაზუსტებით იცით, რომ პარანოიით დაავადებული არ ხართ, არსებობს შანსი, რომ თქვენს სულს არაერთხელ განუცდია რეინკარნაცია; ხმები კი წარსული ცხოვრების გამოძახილები შეიძლება იყოს.