უმარტივესი ვარჯიში, რომლის წყალობითაც 83 წლის ჯეინ ფონდა ახალგაზრდულ ფორმებს ინარჩუნებს

83 წლის მსახიობმა და აქტივისტმა, ჯეინ ფონდამ, 1,7 მილიონ „ინსტაგრამ“ გამომწერს სახლში გადაღებული ფოტოები გაუზიარა, სადაც ის დიდი შემართებითა და ენთუზიაზმით ვარჯიშობს.

„ძალისმიერი ვარჯიშები სახლში და მზადება დემონსტრაციისთვის“, – დაწერა ფონდამ.

ფოტოების გავრცელების შემდეგ მალევე ის მინესოტაში, მორიგ აქციაზე გადაიღეს.

აღსანიშნავია, რომ 83 წლის ვარსკვლავი იდეალურად გამოიყურება და თავს მხნედ გრძნობს. მის თქმით, ეს ინტენსიური, ძალისმიერი ვარჯიშების დამსახურებაა.