
"ამ ზომის ადამიანისთვის უჩვეულო მონდომებამ გამაჩერა. დიდის ხელთათმანები ეცვა და ყველაფერს ცდილობდა…"
- 14/06/21
- 671 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

ეს ცისთვალა გოგო ბებიის მოთხრილ სარეველებს მიწიანად იხუტებდა და ერთ ადგილას აგროვებდა. ამ ზომის ადამიანისთვის უჩვეულო მონდომებამ გამაჩერა. "დიდის" ხელთათმანები ეცვა და ყველაფერს ცდილობდა..
დავუძახე და აი, ეს საოცრება მომიახლოვდა. ერთი ხელთათმანი წაიძრო და ტკბილეულობა ჩავუშვით ჯიბეში.
უზრუნველი გოგო-ბიჭების ფუმფულა ხელ-ფეხს მიჩვეულმა თვალმა მაშინვე დაინახა და ვეღარც დავივიწყე - ცოტა ნაადრევად გაუხეშებული და ძალიან ყოჩაღი თათუნები ჰქონდა.
მაინც რა საოცარი კონტრასტების ქვეყანაა ეს..
ბახმარო
ბახვისწყლის ხეობა