კომპანია ვისოლი რამაზ დავლაძეს და მის ვაჟს ბინას აჩუქებს
- 11/10/21
- 7296 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
"ვისოლ ჯგუფი“ უსამძიმრებს ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის ნგრევის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს და რამაზ დავლაძესა და მის ვაჟს ბინას გადასცემს.
„ჩვენ მთელი გულით ვუსამძიმრებთ დაზარალებულ ოჯახებს. ეს ამბავი მთელი ჩვენი ქვეყნის ტრაგედიაა და გვესმის, რომ ვერაფრით ვერ შევუმსუბუქებთ მათ ამ უმძიმეს მდგომარეობას. ჩვენ უბრალოდ ამ გზით შევეცადეთ მცირედი მხარდაჭერა გაგვეწია მათთვის და თანაგრძნობა გამოგვეხატა“, – აცხადებენ „ვისოლ ჯგუფში“.
შეგახსენებთ, ბათუმში სახლის ჩამოგრევის შედეგად დაღუპული 9 პირიდან 4 სწორედ რამაზ დავლაძის ოჯახის წევრია.