
მეგან ფოქსმა საჯაროდ აღიარა, რომ სხეულის დისმორფული აშლილობით იტანჯება
- 12/10/21
- 851 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

35 წლის ცნობილმა მსახიობმა, მეგან ფოქსმა თავის მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სხეულის დისმორფული აშლილობა აქვს.
"კი, სხეულის დისმორფული აშლილობა მაქვს. რეალურად ძალიან არათავდაჯერებული ვარ", — თქვა მეგან ფოქსმა.
სხეულის დისმორფული აშლილობა მენტალური დაავადებაა, რომლის დროსაც ადამიანს მიაჩნია, რომ მის სხეულს გარკვეული "ნაკლი" აქვს და ამაზე გამუდმებით ფიქრს ვერ წყვეტს.