"ლალი ეკრანზე რომ დავინახე მწვადებით ხელში სულ დამავიწყდა რაზე ვსაუბრობდი..." - წლის კურიოზი პირდაპირ ეთერში

პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე “რუსთავი 2”-ის ეთერში, მისი ჩართვის დროს მომხდარ კურიოზს ეხმიანება სოციალურ ქსელში და წერს, რომ სიცილისგან თავს იკავებდა.

"ლალი ეკრანზე რომ დავინახე უკან მწვადებით დამავიწყდა რაზე ვსაუბრობდი, ვიკავებდი თავს რომ არ გამეცინა … 5 წამში ისევ გავაგრძელე პირდაპირი ეთერი…",- წერს ფხაკაძე.
 

როგორც თავად ამბობს, თითქმის ყველა ქალაქი მოიარა. ამჯერად, ფხაკაძე სიღნაღიდან ერთვებოდა, რა დროსაც პირდაპირ ეთერში მოულოდნელად ლალი მოროშკინა მწვადებით ხელში გამოჩნდა.

“წლის კურიოზი, მე უკან მწვადებით პირდაპირ ეთერში”,- წერს ლალი მოროშკინა.