ამ წუთებში რუსთავის #17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ხანძარია

რუსთავის #17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ხანძარია. როგორც ცნობილი გახდა, ხანძარი დაწესებულების სამზარეულოში გაჩნდა.

ადგილზე მობილიზებულია რუსთავის სახანძრო სამაშველო - სამსახურის ბრიგადები და ცეცხლის ქრობა მიმდინარეობს.