სასტიკი მკვლელობა თბილისში - 30 წლამდე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი ჩაცხრილეს

სასტიკი მკვლელობა თბილისში – საბურთალოზე ახალგაზრდა ქალი ჩაცხრილეს. “ტვ პირველის” ინფორმაციით, მას შვიდი ტყვია მკვლელმა მიჯრით ესროლა. 

30 წლამდე, უცხო ქვეყნის მოქალაქე ადგილზე დაიღუპა.  შემთხვევა კამანის ქუჩაზე ღამის პირველ საათზე მოხდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.