20 ოქტომბერს სავსემთვარეობაა - რისი გაკეთებაა სასტიკად აკრძალული ხვალ და რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის რომ ოქტომბერმა წარმატებით ჩაიაროს

ასტროლოგი რამაზ გიგაური 20 ოქტომბრის სავსემთვარეობაზე ხალხს ურჩევს თუ როგორ უნდა მოიქცნენ ამ დღეს და როგორ არ უნდა მოიქცნენ:

20 ოქტომბერს საღამოს სავსემთვარეობაა. 
მთვარე ვერძშია და მზე-მარსს უპირისპირდება.
იმატებს მოუთმენლობა, თავშეუკავებლობა, იმპულსურობა და აგრესიულობა.
20-ში(-):
* არ ვარჩევთ საქმეებს, 
* არ გვინდება ნასვამზე ბასრი დანით პურის დაჭრა,
* არ გვინდება წინ მიმავალი ოპელ-ვექტრასთვის გადასწრება,
* არ გადავდივართ წითელზე,
* რა ვთქვი მე, წითელზე არ გადავდივართ-მეთქი!
* არ მივდივართ სანადიროდ,
* არც ტირში არ მივდივართ,
* არ ვიღებთ ვალებს (ყოველ შემთხვევაში ვერიდებით ამას),
* არ გვინდება ავტობუსში უნიღბოდ ამომავალ „ვერზილას“, რომელსაც უნდა დაამტკიცოს, რომ მაგარი ტიპი, ჯემპრის თავზე წამოცმა და ჭიტლაყის ამორტყმა,
* არც გინება... არავითარი შუა თითის ჩვენება!
* ვერიდებით ბევრ ხალხს და აგრესიულ სიტუაციებს,
* ვუფრთხილდებით თავს (რა რომელ თავს? რა კითხვაა ეს?! ვერძის სუსტი წერტილი - თავია),
* ასევე არარეკომენდებულია ქირურგიული პროცედურები თვალებზე და კბილებზე (გარდა გადაუდებელი შემთხვევებისა).
20-ში(+):
* ვართ სიმშვიდეში, ნირვანაში, სამადჰიში,
* ვაჯამებთ ბოლო ორი კვირის პრობლემებს და დასკვნები გამოგვაქვს,
* აუჩქარებლად ვგეგმავთ მომდევნო ორი კვირის მიზნებს,
* კარგია რეკლამის გაკეთება (მიწერა-მოწერა. ოღონდ ფილმ „ფესვებით“ არ იყოთ, მიწერა რომ აქვს და მოწერა - არა),
* ვაქტიურობთ შესაძლებლობების ფარგლებში (ვურეკავთ, მივდივართ და ა. შ. ანუ თვითონ ვიჩენთ ინიციატივას),
* ვიწყებთ ან ვაკეთებთ მოკლევადიან საქმეებს, რომელიც შეიძლება სწრაფად დავასრულოთ და არ გაგვეწელოს,
* ზომიერად ვვარჯიშობთ (ექსპერიმენტების გარეშე),
* საკუთარ თავს უფრო მეტად ვიყვარებთ (ქრთამად ერთი კილო შოკოლადი მიართვით საკუთარ თავს და მიირთვით-მეთქი, ამას არ ვამბობ).
მე მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება თქვენში და თქვენს გარშემო. 
სიყვარულით,
რამაზ გიგაური