ვინ არის და რას საქმიანობს კობა ნაყოფიას 20 წლით უმცროსი ცოლი

მილიონიერი, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური წევრი, კობა ნაყოფია პირად ცხოვრებაშიც საკმაოდ აქტიური გახლავთ. მას ორი უფროსი შვილი ჰყავს, ნიკა, რომლის მეუღლეც მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილია და ნატალია, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილია, როგორც კარგი მუსიკოსი, რომელმაც ბერკლის პრესტიჟული სასწავლებელი დაამთავრა. ნატალია და ნიკა კობა ნაყოფიას პირველი ქორწინებიდან ჰყავს, თუმცა პირველ მეუღლეს გაშორებულია.

ის რამდენიმე წელია, თავისზე 20 წლით უმცროს მშვენიერ ქალბატონზეა დაქორწინებული. გვანცა ბიწკინაშვილთან მას ვაჟი ჰყავს, რომელიც 4 წლისაა და მას გიორგი ჰქვია. თავად გვანცა ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობს.

წყვილი გრძნობებს არ მალავს. მცირე ხნის წინ კობა ნაყოფიას სტუმრობა ვანო ჯავახიშვილის შოუში მისმა მეუღლემ გააზიარა და დაწერა: „კი, კი, კარგი ქმარი ავარჩიე ჩემი თავისთვის!..“