უცნობი დეტალები დედაქალაქის პირველი ლედის კანდიდატებზე

30 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება. დიდ ინტერესს იწვევს, ვინ ჩაიბარებს დედაქალაქის მერის პოსტს.

14 აპრილს, სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე ნიკა მელია წარადგინეს, როგორც თბილისის მომავალი მერი.

ცალსახაა, „ნაციონალური მოძრაობა“ მეორე ტურში გამარჯვებაში დარწმუნებულია, იგივე შეიძლება ითქვას, „ქართულ ოცნებაზეც”. ისინი დარწმუნებულები არიან კახა კალაძის უპირობო წარმატებაში.

საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია ისე იცვლება, პროგნოზის გაკეთება – ვინ იქნება დედაქალაქის მერი, ალბათ, რთულია.

არჩევნების შედეგამდე, შევეცადეთ, მოგვეძიებინა ინფორმაცია დედაქალაქის პირველი ლედობის კანდიდატებზე.

ისინი განსხვავებული ქალბატონები არიან.

ნიკა მელიას საყვარელი ქალი, ვისთანაც შვილი, სანდრო ჰყავს, მაიკო ბეგიაშვილი – პროფესიით ბიოლოგია.

 

მაია ბეგიაშვილი ნიკა მელიაზე 8 წლით უფროსია. ის წლების მანძილზე სახელმწიფო უწყებებში მუშაობდა. “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს იუსტიციის მინისტრის ბიუროს ხელმძღვანელი იყო.

2005-2006 წლებში შევსებული დეკლარაციების მიხედვით, ის დაოჯახებული იყო ლევან ქუთათელაძეზე, რომელთანაც შვილი – გიორგი ქუთათელაძე ჰყავს.

მაიკო ბეგიაშვილის უფროსი ვაჟი ახლა 24 წლისაა.

 

ნიკა მელია და მაიკო ბეგიაშვილი ერთად ცხოვრობენ, თუმცა ჯერჯერობით, მათ ურთიერთობას ოფიციალური სახე არ აქვს. წყვილი ერთად ხშირად არ ჩნდება.

სოციალურ ქსელში არ აქტიურობენ და ერთობლივ ფოტოებს მხარდამჭერებსა და ახლობლებს არ უზიარებენ.

„ალექსანდრეს დაბადებამ ძალიან შემცვალა. ჩემ თავს ვეღარ ვცნობ. ქალი დავაფასე სხვანაირად. ვიგრძენი რას გრძნობს ქალი, როდესაც დედა ხდება. მაიკომ ძალიან ბევრს გაუძლო და ამისთვის ძალიან დიდ პატივს ვცემ.

დაახლოებით, 7 წელია ერთად ვართ. ჩემმა ოჯახმაც ბავშვის დაბადებამდე ორი თვით ადრე გაიგო ეს ამბავი“, – თქვა ნიკა მელია წლების წინ „ნანუკას შოუში“ სტუმრობისას.

მაიკო ბეგიაშვილზე ანზორ მელიაც ყოველთვის თბილად საუბრობს. 23 თებერვალს, მაშინ როდესაც ნიკა მელია დააკავეს, ანზორ მელიამ თქვა – „მაიკო ძალიან მძიმედ იყო, მაგრამ მას სხვა ვალდებულება ჰქონდა, რომ ეს სანდროს არ უნდა გაეგო. ის არტისტობდა და სანდროს, რომ ეძინა, ბღაოდა “.

 

ანუკა არეშიძე მოდის დიზაინერია.

კახა კალაძისა და ანუკის ოჯახი ხშირად ხვდება ტაბლოიდების გვერდზე. წყვილს ოთხი შვილი ჰყავს.

კახა კალაძე ყოველთვის აღნიშნავს, რომ ყველაზე კარგად თავს ოჯახთან ერთად გრძნობს და უბედნიერესი ადამიანია პირველ რიგში იმიტომ, რომ ღმერთმა ასეთი ოჯახი არგუნა.

 

ანუკა 32 წლისაა.

სწავლობდა მილანში, „Istituto Marangoni“-სა და „Accademia del Lusso“-ში.

2 ოქტომბრის არჩევნების წინ „იმედის“ ეთერში ანუკი არეშიძემ მეუღლის, კახა კალაძის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ პოლიტიკაში წასვლის დღიდან ის კახის გვერდით დგას და მხარს უჭერს:

„როცა მან ამ ბრძოლაში შესვლა გადაწყვიტა, მე გვერდით დავუდექი და მან იცის, როგორი იმედი ჰყავს ჩემი სახით“, – აღნიშნა ანუკი არეშიძემ.
 

ვინაიდან დიზაინერი სოციალური ქსელის მეშვეობით მხოლოდ საქმიანობისა და ოჯახური იდილიის საინტერესო დეტალების გასაჯაროებით შემოიფარგლება, ბევრმა შესაძლოა, არ იცის, რომ ანუკა არეშიძეს უფროსი ძმა ჰყავს – გიორგი.

გიორგი არეშიძე რამდენიმე წლის წინ, თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი იყო.

ის დაოჯახებულია. მისი მეუღლე მარი ფანჯავიძეა. წყვილს 2 ვაჟი ჰყავს.

ცნობილი დიზაინერის რძალმაც დიზაინერობა დაიწყო. საკუთარი ბრენდი შექმნა და ამის შესახებ საზოგადოებას სოციალური ქსელის საშუალებით ამცნო.

მარი ფანჯავიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მის ბრენდს MAROUS  ერქმევა და ის ქალებისთვის დახვეწილი სტილის ტანისამოსს შექმნის.

მარი ფანჯავიძემ და გიორგი არეშიძემ ერთმანეთი დაქორწინებამდე ორი წლით ადრე, 9 აპრილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გაიცნეს.

მარიამი მაშინ მთაწმინდაზე ცხოვრობდა და მშვიდობიან მსვლელობას როგორც მოხალისე შეუერთდა. გიორგიმ აღიარა, რომ მარიამით პირველივე წუთებიდან მოიხიბლა.

 

ნაცნობობა რომანში გადაიზარდა და გაცნობიდან რვა თვეში დაინიშნენ, ხოლო სამი თვის შემდეგ ჯვარიც დაიწერეს. მაშინ მარიამი 18 წლის იყო.

ქორწილში ანუ­კი არე­ში­ძე ორსულად იყო. იმ დროისთვის ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრის პოსტზე მყოფი კახი კა­ლა­ძე და მისი მე­უღ­ლე, მე­სა­მე შვილს ელო­დე­ბოდნენ.

ცნობილი დიზაინერის მშობლებმა რამდენიმე წლის წინ ლაგოდეხის რაიონის სოფელ არეშფერანში მეურნეობა მოაწყვეს.

ანუკის ძალიან უყვარს კახეთში ყოფნა და მიწასთან მუშაობა მისთვის განტვირთვის კარგი საშუალებაა.