შორენა ბეგაშვილი შეყვარებულს დაშორდა - რა გახდა ე.წ კანონიერი ქურდისა და ტელეწამყვანს შორის დაშორების მიზეზი?

შორენა ბეგაშვილი ლაშა ბარათელს დაშორდა ლაშა ბარათელს კრიმინალურ წრეებში „ჭიას“ მეტსახელით იცნობენ. ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად ის ერთ-ერთ გავლენიან „კანონიერ ქურდად“ მიიჩნევა. დღეს ცნობილი გახდა, რომ ბარათელი საბურთალოზე მოკლული ახალგაზრდა ქალის საქმეშიც ფიგურირებს."რა კავშირი აქვს შორენა ბეგაშვილის ყოფილ ბოიფრენდს თბილისში ახალგაზრდა ქალის მკვლელობასთან" რა კავშირი აქვს შორენა ბეგაშვილის ყოფილ ბოიფრენდს თბილისში ახალგაზრდა ქალის მკვლელობასთან ბარათელი ჯანგველაძე-ონიანის კლანის წარმომადგენელი გახლავთ, რომელსაც, ასევე, მჭიდრო კავშირი ჰქონდა 2016 წელს სტამბულში მოკლულ როვშან ჯანიევთან.

სწორედ ამ უკანასკნელმა „აკურთხა“ ქურდად 2014 წელს ლაშა ბარათელი. ამ კლანის სახელს უკავშირდება „დედ ჰასანის“ მკვლელობა, რის გამოც ლაშა ბარათელზე შურისძიება არაერთხელ სცადეს, ისევე როგორც ამავე კლანის სხვა „კანონიერ ქურდებზე“.

მაგალითად, 2014 წელსვე ლაშა ბარათელს „დედ ჰასანის“ დაჯგუფების წევრები სასტიკად გაუსწორდნენ და მას სხეულზე მრავლობითი ჭრილობებიც მიაყენეს. მაშინ „ჭია“ სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.

მსახიობმა და ტელეწამყვანმა ბარათელთან კავშირი გასულ წელს გაასაჯაროვა. ე.წ კანონიერი ქურდი პარტნიორ ქალს  განსაკუთრებული საჩუქრებით ანებივრებდა.

რამდენიმე წუთის წინ გაირკვა, რომ შორენა ბეგაშვილი ე.წ. კანონიერ ქურდს ლაშა ბარათელს დაშორდა. ამის შესახებ მან „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ კითხვა-პასუხის დროს დაწერა, როდესაც მას ჰკითხეს, ჰყავს თუ არა შეყვარებული.

„მარტო ვარ“, – დაწერა შორენა ბეგაშვილმა.