6 ბედნიერი წელი ვიყავით განუყრელად... როგორ წარმოვიდგენდი რომ ასე დასრულდებოდა ყველაფერი

სოციალურ ქსელში ექიმი ზურაბ გურული პოსტს აქვეყნებს და წერს მეგობრის გარდაცვალების შესახებ:

"1985 წლის 1 სექტემბერს გავიცანით ერთმანეთი სამედიცინო ინსტიტუტის მე-3 კორპუსში, ანატომიის აუდიტორიაში. მარტო იჯდა, რაღაცნაირად უხერხულად; მივედი, გამოვეცნაურე; თურმე ერთ ჯგუფში ვყოფილვართ და .. ასე დაიწყო ჩვენი მეგობრობა. 6 ბედნიერი წელი ვიყავით განუყრელად. 
აბსოლუტურად ყველა გამოცდა ერთად გვაქვს მომზადებული და ჩაბარებული; ფეხით გვაქვს მთელი თბილისის ბავშვთა საავადმყოფოები შემოვლილი. 
დათო ბიწაძე, უკარგესი, უთბილესი ადამიანი; შესანიშნავი, უღალატო მეგობარი; უნიჭიერესი ექიმი. როგორ წარმოვიდგენდი რომ ასე დასრულდებოდა ყველაფერი. 
ათი ათასი ადამიანი შეიწირა ამ უბოროტესმა ვირუსმა საქართველოში და კიდევ გრძელდება ათვლა ...
როგორ არ ვიცოდი რომ კორონას ებრძოდი შენი მშობლიური ჭიათურის კლინიკაში... 
ვერ გაცილებ ბოლო გზაზე ჩემო ძვირფასო მეგობარო; ცრემლს თუ გაგატან საგზლად მხოლოდ.
შეხვედრამდე მზის გადაღმა ..."