რა ხდება ამ წუთებში გორში იმერეთსა და ზუგდიდში

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ამ წუთებში დაძაბული ვითარებაა შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურებში. გორში, იმერეთსა და ზუგდიდში მობილიზაციაა გამოცხადებული და სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები ყაზარმულ რეჟიმზე გამოიძახეს.

უკვე 4 საათია განსაკუთრებულ მობილიზაციაზე არიან გადასულები გორში, სადაც გდდ-ის ბაზაზე სამართალდამცველები ერთმანეთის მიყოლებით მიდიან. ჩვენი ჟურნალისტის, გიორგი ახალკაცის ინფორმაციით, ბაზაზე უკვე 300-მდე სამართალდამცველი შევიდა. 

ასვეე, სპეცრაზმის გადაყვანა იგეგმება გორიდან ზუგდიდში.