ჩემი უნიჭიერესი სტუდენტები მეტისმეტად ინტიმურ ფოტოებს დებენ ფეისბუკზე და არ მინდა მივწერო...
- 01/11/21
- 6278 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
იურისტმა და ლექტორმა კახა ცისკარიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი უნიჭიერესი სტუდენტები ძალიან ინტიმურ სურათებს დებენ ფეისბუქზე, რის გამოც იურისტი კრიტიკის ქარცეცხლში მოყვა:
"ჩემი უნიჭიერესი სტუდენტები მეტისმეტად ინტიმურ ფოტოებს დებენ ფეისბუკზე და არ მინდა მივწერო. გული მწყდება უბრალოდ, მინდა გონებით დაფასდნენ და არა სხეულით."
ამ პოსტის დაწერის გამო ლექტორი ბევრმა გააკრიტიკა, შემდეგ კი ასეთი პოსტი გამოაქვეყნა:
"1700 პოსტი დავწერე თემიდას მორალზე და ყველას ფეხებზე კიდია. 1 პოსტი დავწერე სტუდენტის მორალზე და მთელი საქართველო დამესია.
თუ საჭიროდ ჩავთვლი ჩემს საყვარელ სტუდენტს ლექციის გარეთ რჩევასაც მივცემ და სახარებასაც წავუკითხავ. ვისაც განსხვავებული აზრი გაქვთ, ზრდილობიანად დამიკომენტარეთ, თუ არა და ნუ ილანძღებით და დაახვიეთ ჩემი ფეისბუკ გვერდიდან."


