პატივს ვცემ ბიძინას, მაგრამ ამაში არ ვეთანხმები

გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ბიძინა კულუმბეგოვს არ ემხრობა და წერს:

"კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ, რომ პატივს ვცემ ბიძინას. მან საკმაოდ ბევრი კარგი საქმე გააკეთა, მაგრამ ჩინური ვაქცინების პოპულარუზაციაში არ ვეთანხმები. ეს ჩემი პოზიცია  ცნობილია და მე ამაზე ღიად  ვსაუბრობ. 

არც ერთმა კვლევამ (საერთაშორისო/დამოუკიდებელი) არ აჩვენა, რომ ჩინური ვაქცინები არის ეფექტური დელტა შტამების წინააღმდეგ, სამწუხაროდ. ვაქციბების უსფრთხოებასთან დაკავშირებით პრეტენზია არ მაქვს, ვინაიდან უსაფრთხოების გავლის გარეშე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არ მისცემდა დროებითი გამოყენების თანხმობას."