სექს მომსახურება უნდოდა, რაზეც უარი მიიღო, ამაზე გაბრაზდა... - ტრანსგენდერი ქალის მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე ჩაწერილი ვიდეო, სადაც 23 წლის ბიჭი ტრანსგენდერს

ვრცელდება ვიდეო, რომელიც ტრანსგენდერი ქალის მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრეა გადაღებული – თავად მსხვერპლის მიერ გადაღებულ კადრებში სავარაუდო დამნაშავე ჩანს.

ვიდეოში ისმის მკვლელობაში ბრალდებული 23 წლის ბიჭის ხმაც, რომელიც ტრანსგენდერ ქალს მიმართავს:

„გამარჯობა საყვარელო, როგორ ხარ?“

შსს-მ ტაილანდის მოქალაქე ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის საქმე ცხელ კვალზე გახსნა.

სამინისტროდ ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული ვ.ც., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ვ.ც.-მ მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, ღამით, ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, თბილისში, გ. ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მასაჟის სალონში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქე – ტრანსგენდერ ქალს, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. ბრალდებულმა იმავე სალონში მყოფ კიდევ ერთ ტრანსგენდერ ქალს სხეულზე დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მოქალაქის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, ვ.ც. თბილისში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს,” – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.