ფული მაქვს საშოვნელი, ბებო მყავს დასაკრძალი... ამ დროს პატრიარქი დგება და მაძლევს კონვერტს...

მომღერალი ბექა ჩხაიძე საოცარი ისტორია გაიხსენა, რომელიც კატალიკოს პატრიარქს უკავშირდება: ახლა მოგიყვებით ერთ ისტორიას! ჩემმა მეგობარმა დამირეკა საპატიმროდან და მთხოვა, ბებია მყავს გარდაცვლილი და შენი იმედი მაქვსო, იქნებ პატარა ქელეხი გამიკეთოო. არც დედა ჰყავს და არც მამა ამ ჩემ მეგობარს, ბებიის გაზრდილია და ეს გამზრდელი ბებია გარდაეცვალა. ღამით დამირეკა და ორ დღეში იყო გასვენება ბებოსი. მეორე დღეს გავიღვიძე და ვფიქრობ, ვის ვესესხო ფული რომ ამ ქალბატონის გასვენება ჩავატარო ისე, როგორც ეკუთვნის და მთხოვა ჩემმა მეგობარმა-მეთქი. ამ დროს მირეკავენ საპატრიარქოდან და მეუბნებიან, დღეს, სამ საათზე პატრიარქს სურს ალილოსთან შეხვედრა დასალოცადო. ვიფიქრე, როდესაც გამოვალ საპატრიარქოდან, მერე ვიშოვი ამ ფულს-მეთქი.

როდესაც პატრიარქთან მივდივართ, ვმღერით და ვგალობთ, გვლოცავს, გვეფერება და მაქსიმალურად ცდილობს, რომ ტკბილი მიირთვა. გაწვდის ტკბილეულს. (ამ დროს მე ფული მაქვს საშოვნელი, ბებო მყავს დასაკრძალი). ამ დროს პატრიარქი დგება და ახლავე მოვალო, ამბობს. 5 წუთში ბრუნდება და პირადად მე, მაძლევს კონვერტს. (რა თქმა უნდა, საერთოდ არ მიხსენებია არც ფული და არაფერი.) მაწვდის კონვერტს და ამ კონვერტში დევს 1000 ევრო! ეს სიტკბოებაში მოიხმარეთო. ბებოც დავკრძალე", - წერს სოციალურ ქსელში მომღერალი.