გუშინ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს ქართველი ემიგრანტი დიანა ბაგრატიონი ნიუ0იორკის ვიცე მერად დაინიშნა სიმართლეს არ შეესაბამება (შესწორებულია)

გუშინ გამოქვეყნებული სიახლე, თითქოს ქართველი ემიგრანტი, დიანა ბაგრატიონი ნიუ-იორკის ვიცე მერად დაინიშნა სიმართლეს არ შეესაბამება, რაც თვითონ დიანა ბაგრატიონმაც უარყო, ასევე პოსტის გამვრცელებელმაც ბოდიში მოიხადა არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის:

"ძვირფასო საზოგადოებავ, 
გთხოვთ ყურადღებას და პატიებას უნებურად გავრცელებული   
ა რ ა ს წ ო რ ი   ინფორმაციისათვის, სინამდვილე კი, ასეთია,  რომელიც ახლა   დ ა ვ ა ზ უ ს ტ ე!
დღეს, სამი სხვადასხვა ავტორიტეტული წყაროდან მიღებული
 ინფორმაცია  თქვენც გაგიზიარეთ, რაც  ა რ ა ს წ ო რ ი  აღმოჩნდა, კერძოდ,  ნიუ-ორკში, დიანა ბაგრატიონის ვიცემერად დანიშვნის შესახებ და ამ შეცდომისთვის გთხოვთ პატიებას.
ამ წუთებში ნიუ-ორკიდან თავად დამიკავშირდა ჩემი მეგობარი, დიანა ბაგრატიონი და მთხოვა, ეს შეცდომა შემესწორებინა, მან ამის შესახებ არაფერი იცოდა, მხოლოდ სოციალური ქსელიდან შეიტყო, მაშინვე დამირეკა  და ამიხსნა, რომ სიმართლე ასეთია:  ვინაიდან ნიუ-იორკის მერს ვიცემერი  არ ჰყავს, ბუნებრივია, დიანა ბაგრატიონი არ არის ვიცემერი. აქედან გამომდინარე, ჩემი მხრიდან ვადასტურებ პატივისცემას დიანა ბაგრატიონის მიმართ და მასთანაც ბოდიშს ვიხდი  არასწორად გაჟღერებული ინფორმაციისათვის...  თუმცა, ვფიქრობ, დამეთანხმებით,  იმდენად დიდია ქალბატონ დიანას ღვაწლი ნიუ-იორკის კულტურულ, საქველმოქმედო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, თუნდაც, 2019 წელს დიანა ბაგრატიონის მიერ დაარსებული ისტორიული პროექტით - ,,ქართულ-ამერიკული კულტურული მემკვიდრეობის დღე",  ასევე ,,დიანა ბაგრატიონის ფონდის" მასშტაბური ქველმოქმედება, ახლახან კი, ნიუ-იორკის მერობის კანდიდატის, ერიკ ადამსის საარჩევნო მარათონში აქტიური თანადგომა, რომ გასაკვირი არ იქნება, თუ ენამ მიყივლა და დიანა ბაგრატიონი, დამსახურებულად, ნიუ-იორკის მერის, ერიკ ადამსის მოადგილე გახდება.   
-----------------
დიანა ბაგრატიონი, დაბადებული თბილისში, პროფესიით მუსიკოსი, ნიუ-იორკში მრავალწლიანი საემიგრაციო მოღვაწეობისას,  მსოფლიო ვარსკვლავების პროდიუსერი ხდება და უდიდეს წარმატებებს აღწევს. შემდეგ აყალიბებს ,,დიანა ბაგრატიონის ფონდს" და მრავალმხრივ ქველმოქმედებას ეწევა ბავშვთა ჯანდაცვისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიმართულებით. 
დიანა ბაგრატიონის პატრონაჟითა და ერიკ ადამსის მხარდაჭერით,  დაარსდა და ყოველწლიურად იმართება საერთაშორისო პროექტი - ,,ქართულ-ამერიკული კულტურული მემკვიდრეობის დღესასწაული".
წარმატებების სურვილით ვულოცავ  გამარჯვებას ნიუ-იორკის ახლადარჩეულ მერს, ერიკ ადამსს და მის აქტიურ მხარდამჭერს, ქალბატონ დიანა ბაგრატიონს!  

ფოტოზე -   ნიუ-იორკის მერი                                                          
                        ე რ ი კ   ა დ ა მ ს ი 
                                      და 
                   დ ი ა ნ ა  ბ ა გ რ ა ტ ი ო ნ ი"


შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად მაიკო კუსია მაჩაბელმა ფეისბუქზე დაწერა პოსტი, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება, თითქოს და დიანა ბაგრატიონი ნიუ-იორკის ვიცემერად დაინიშნა"