მათთვის ასე ჯობია, იქირავეს პატარა ბინა და ცალკე გადავიდნენ - რატომ გადავიდნენ ნატო გელაშვილის შვილი და რძალი ნაქირავებ ბინაში?

ნატო გელაშვილის ვაჟი გიორგი ახლახან დაქორწინდა. ის მეორე ნახევართან ერთად ცალკე გადავიდა საცხოვრებლად.

ნატო გელაშვილი:

„იქირავეს პატარა, მყუდრო ბინა და დაიწყეს ოჯახის შენება. ეს ძალიან მისაღებია და გამართლებული, რადგან შეყვარებულობის პერიოდი სხვა არის, ოჯახური ცხოვრება კი – სხვა.

მათ სჭირდებათ გაცნობიერება, რომ უკვე სხვა გარემოებაა, ოჯახი აქვთ, ვალდებულებები, პასუხისმგებლობა, უკვე ყოფით რეალობაში გაიცნობენ ერთმანეთს, შეეჩვევიან ერთად ცხოვრებას, ერთმანეთზე ზრუნვას. როგორი დიდი სახლიც უნდა ჰქონდეთ მშობლებს, მარტო ცხოვრებას სხვა ხიბლი აქვს. იქ ყველაფერი მათი გადასაწყვეტია. ჯობია, სულ მცირედით, ოღონდ დამოუკიდებლად დაიწყონ, მიეჩვიონ იმას, რომ თავად არიან ოჯახის უფროსები. ანეტას დიასახლისობაც უკეთ გამოუვა…“